28.04.2024 | 03:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონში კონსულტაციისთვის ჩავიდა [ვიდეო]

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი ვაშინგტონში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ჯონ სალივანმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის გამგზავრებას გეგმავდა,  მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში  უახლოეს კვირებში დაბრუნდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. ამასთან, მოსკოვმა აშშ-ის ელჩს ვაშინგტონში ჩასვლა და ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების გამართვა „ურჩია“.

დღის გადაცემები