27.04.2024 | 20:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს [ვიდეო]

შეერთებული შტატების კონტინგენტი  რუმინეთში ჩადის, ამერიკელ მოქალაეებს კი ჯო ბაიდენი უკრაინის დატოვებას ურჩევს. თეთრი სახლის ლიდერი არ გამორიცხავს, ​​რომ კონფლიქტს „ნებისმიერ მომენტში“ გამწვავების რისკი ემუქრება. მისი თქმით, ახლა საქმე  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას ეხება და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი  მილიტარისტულ გეგმებს გამუდმებით უარყოფს, დასავლეთი მაინც ცუდი სცენარისთვის ემზადება. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ალიანსის საზღვრებთან აქტიურობით.  ახლა რუსი  სამხედროები შავი და აზოვის ზღვების წყლებში, ისევე როგორც ბელარუსში, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ. პარალელურად ნატო  ევროპაში სამხედრო კონტინგენტს აორმაგებს, კიევმა კი შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო.  რუსეთის მეზობელი ლიტვა ასევე უკიდურესად შეშფოთებულია რეგიონში მზარდი სამხედრო აქტივობით. და ნატოს მის ტერიტორიაზე ჯარების მუდმივი განთავსებისკენ მოუწოდებს. 

დღის გადაცემები