27.04.2024 | 16:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების საიდუმლო დოკუმენტები ქუჩაში იპოვეს [ვიდეო]

დიდი ბრიტანეტის ნაღმოსან „დეფენდერის“ ყირიმის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილებასთან დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ინგლისში, კენტის საგრაფოში, ავტობუსის გაჩერებაზე იქნა ნაპოვნი. ქვეთად მოსიარულემ ქუჩაში წვიმისგან დანამული საბუთები ქუჩაში იპოვა და ტელეკომპანია ბი-ბი-სის გადასვა. შემთხვევა შავ ზღავში მომხდარ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მოხდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში საბუთების დაკარგვის ფაქტი აღიარეს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ლონდონმა ნაღმოსანთან დაკავშირებით, მორიგი პროვოკაცია განახორციელა, ხოლო შემდეგ საფარად მორიგი ტყუილი გაახმოვანა. ნაპოვნი საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ყირიმის სანაპიროებთან ხომალდის გავლის გადაწყვეტილება კიევის მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რათა ეჩვენებინა, რომ ლონდონი იმ ტერიტორიული წყლებით სარგებლობას არ უფრთხის რომელიც საერთასორისო სამართლით უკრაინას ეკუთვნის.

დღის გადაცემები