28.04.2024 | 09:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერმანიის  ახალი მთავრობა [ვიდეო]

სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი გერმანიის  ახალი კანცლერი ოფიციალურად გახდა. მას ხმა  ბუნდესტაგის 395-მა დეპუტატმა მისცა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შოლცს კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალური წერილი გადასცა, რის შემდეგაც მან თავისი კაბინეტის წევრებთან ერთად ფიცი დადო. გერმანიის მინისტრთა ახალ კაბინეტში შედიან გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. ძალაუფლების გადაცემის სიმბოლური ცერემონია ფედერალური კანცლერის ოფისში გაიმართა. ანგელა მერკელმა თავის მემკვიდრეს თანამდებობაზე დანიშნვა მიულოცა. გერმანიის პარლამენტის სხდომა, რომელზეც ახალი კანცლერი აირჩიეს, ანგელა მერკელისადმი წუთიერი ოვაციებით დაიწყო. ის ქვეყანას 16 წლის განმავლობაში მართავდა,  2018 წელს კი გამოაცხადა, რომ მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრიდა.  ახალი კანცლერის ოლაფ შოლცის პირველი საგარეო ვიზიტი პარიზსა და ბრიუსელში გაიმართება.

დღის გადაცემები