28.04.2024 | 10:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თალიბები უცხოური ვალუტის გამოყენებას კრძალავენ [ვიდეო]

თალიბები აცხადებენ, რომ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აიკრძალება. როგორც „თალიბანის“ განცხადებაშია აღნიშნული, „ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას ავღანური ვალუტა გამოიყენოს“. აღსანიშნავია, რომ ამერიკული დოლარის გამოყენება ფართოდ გავრცელებულია ავღანეთის ბაზრებზე, ხოლო სასაზღვრო რაიონებში ვაჭრობისთვის მეზობელი ქვეყნების ვალუტას იყენებენ, როგორიცაა პაკისტანის ეროვნული ვალუტა. ავღანეთმა მილიარდობით დოლარის აქტივები აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის სხვა ცენტრალურ ბანკებში განათავსა, თუმცა აღნიშნული აქტივები მას შემდეგ გაიყინა, რაც აგვისტოში „თალიბანმა“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო. „თალიბანის“ მთავრობის ფინანსთა სამინისტრო კი ამ ფულს უკან ითხოვს და აცხადებს, რომ ეს ფული ავღანელ ერს ეკუთვნის.

დღის გადაცემები