28.04.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს 28-ვე პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია [ვიდეო]

მოსკოვმა და მინსკმა სამოკავშირეო სახელმწიფოს 28-ვე პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საუბარია პროგრამაზე, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანაბარი პირობების შექმნას, კანონმდებლობის გაერთიანებას, ასევე  ენერგეტიკული ბაზრებისა და საერთო სატრანსპორტო სივრცის შექმნას გულისხმობს.  ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს შეხვედრა, რომელზედაც შეთანხმებული პროგრამების დამტკიცება იგეგმება, წლის ბოლომდე გაიმართება.

დღის გადაცემები