27.04.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები [ვიდეო]

გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით იერიშს დაჯგუფება „ჰამასის“ 10 მებრძოლი ემსხვერპლა, რომელთა შესახებ ისრაელის სპეცსამსახურებს სრული ინფორმაცია გააჩნდა.

ამის პასუხად, დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რადიკალებმა ისრაელზე სარაკეტო დარტყმების არეალი გააფართოვეს და განაცხადეს, რომ ამიერიდან რაკეტების სამიზნე როგორც თელ-ავივი, ასევე მისი შემოგარენია.

წუხელ განგაშის სიგნალის ხმა პირველად გაისმა ჰაიფაშიც. ისრაელის მედიის ინფორმაციით თელ-ავივის მახლობლად დასახლებულ პუნქტში ჰამასის იერიშის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაჭრილი. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ ანკლავის საზღვრისკენ ფეხოსანთა 2 ბრიგადა გადაისროლა. პალესტინელი ექიმების განცხადებით, ღაზას სექტორში ვითარების უკანასკნელი ესკალაციის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 16 ბავშვია.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ ისრეალსა და პალესტრინას სარაკეტო იერიშების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის მაზენ ნაიმის თქმით, ახლა  ყველაზე რთულ მდგომარეობაში ბავშვები არიან.

ჩვენ ვიცით, რომ ამ კონფლიქტს უკვე 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები არიან.   რაც შეეხება ჩემს შვილებს, ასეთი შეშინებულები არასდროს მინახავს, ნაღმების აფეთქბეის ხმაზე სულ კანკალებენ და იმალებიან“-აცხადებს ნაიმი.

დაღუპულთა შორის 16 ბავშვი და სამი ქალია. გუშინ ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად კიდევ ერთი, დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

დღის გადაცემები