28.04.2024 | 11:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს  დებატებში იწვევს [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  აშშ-ს პრეზიდენტს,  ჯო ბაიდენს დებატებში იწვევს. პუტინმა ამერიკელ კოლეგას დისკუსიის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში  შესთავაზა. მან ასევე  ჩამოთვალა თემები, რომელთა განხილვა ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ. ეს თემებია ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება,  ბრძოლა პანდემიასთან და ასევე ბევრი სხვა რამ, რაზეც, პუტინის თქმით, კოლეგებმა პირდაპირ და გულკახდილად უნდა ისაუბრონ. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

დღის გადაცემები