27.04.2024 | 22:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა [ვიდეო]

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე დღეს დილით 100-ზე მეტი ავაიდარტყმა განახორციელა. ავიაიერიშის შედეგად ხან იუნის დასახლებაში ოთხი ადამიანი დაშავდა, განადგურებულია ორი სახლი, ასევე რაკეტების გასაშვები და საჰაერო-თავდაცვითი სისტემები.  ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ 10 მაისის შემდეგ დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 228-მდე გაიზარდა. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით კი „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბიბისი“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მხარეები უახლოეს დღეებში შეძლებენ. ამასთან, ეგვიპტის უშიშროების წარმომადგენლები სააგენტო „როიტერთან“ ადასტურებენ, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება შეძლეს.

დღის გადაცემები