27.04.2024 | 21:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს [ვიდეო]

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების უმრავლესობას დასავლეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს. გამარჯვებას ქვეყნის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელს, კონსერვატორ ებრაჰიმ რაისის უწინასწარმეტყველებენ, კვლევის თანახმად,  ამომრჩეველთა დაახლოებით 60 პროცენტი მზადაა, სწორედ ებრაჰიმ რაისის მისცეს ხმა.   მისი მთავარი მოწინააღმდეგეა აბდოლნასერ ჰამეთი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაურია. დისიდენტებმა და რეფორმატორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მათი თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი არასამართლიანი იყო და ბევრი კანდიდატი უსამართლოდ მოხსნეს არჩევნებიდან. საკუთარი არჩევენი უკვე დააფიქსირა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ხამანეიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.

დღის გადაცემები