28.04.2024 | 01:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საბერძნეთში ათასობით ადამიანი სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებს [ვიდეო]

საბერძნეთში ათასობით ადამიანმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს. პოლიციამ ათენში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მომიტინგეების ნაწილმა მათ პიროტექნიკა დაუშინა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „არა სავალდებულო ვაქცინაციას“ და „თავისუფლება.“ საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება. ქვეყანაში, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს 4,6 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 800-დან 3000-მდე გაიზარდა.

დღის გადაცემები