28.04.2024 | 05:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მიესალმება [ვიდეო]

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ამერიკული  ჯარის გაყვანას მიესალმება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი არ აირჩიოს. ტრამპის განმარტებით, ავღანეთში  ამერიკული ჯარის 19 წლიანი   მსახურება  საკმარისია და აუცილებელია ჯარისკაცებმა ადგილი შემოდგომამდე  დატოვონ, გარდა ამისა თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს,რომ 11 სექტემბერი ამერიკელებისთვის ძალიან სამწუხარო მოვლენას უკავირდება და ეს თარიღი  დაღუპულთა სულების პატივისცემისა და ხსოვნის დღედ უნდა დარჩეს.  შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

დღის გადაცემები