27.04.2024 | 08:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ილჰამ ალიევმა ეუთო-ს დელეგაციას უმასპინძლა [ვიდეო]

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი უკვე ისტორიაში დარჩა და ახლა მომავალს უნდა შევხედოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაცია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის შემდეგ გასულმა ოთხმა თვემ უკვე აჩვენა, რომ ორივე მხარის სურვილია - ორიენტაცია მომავალზე აიღოს.  ალიევის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშრებით უკვე დაწყებულია, რაც 10 ნოემბერს გაფორმებული განცხადების ნაწილი იყო.

დღის გადაცემები