27.04.2024 | 22:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ირანს  ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას არასდროს მისცემს [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას არასდროს მისცემს. როგორც ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, აშშ-ს ვალდებულება ისრაელის მიმართ ურყევია. მან ასევე ხაზი გაუსვნა, რომ ირანი ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს, ვიდრე ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.  ბაიდენის თმით, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევა იოლი არ არის და „საკითხის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია“. ჯო ბაიდენსა და რუვენ რივლინს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. რივლინი თანამდებობას რამდენიმე დღეში ტოვებს. ქვეყნის პრეზიდენტობას 9 ივლისიდან ისააკ ჰერცოგი გადაიბარებს.

დღის გადაცემები