28.04.2024 | 00:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გრუშკო - ნატო-ს გაფართოებას მოსკოვი წინ აღუდგება [ვიდეო]

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება მოიცავს მიუღებელ რისკებს, რომელსაც მოსკოვი წინ აღუდგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა  ყველა ფაქტორის ანალიზს მიეძღვნა, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ევროპული უსაფრთხოების დეგრადაციაზე.

როგორც გრუშკომ აღნიშნა, სხდომაზე გამოვლინდა დიდი რაოდენობით შეუსაბამობები ფუნდამენტურ საკითხებში. ამასთან, მისი თქმით ნატო-მ რაც შეიძლება მალე უნდა წარუდგინოს რუსეთს იურიდიული გარანტიები აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ.

 

დღის გადაცემები