27.04.2024 | 15:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ "ღია ცის შეთანხმებას" აღარ დაუბრუნდება [ვიდეო]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მხრიდან დარღვევებმა ამ შეთანხმებას ძირი გამოუთხარა. „ღია ცის შეთანხმების“ თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია. შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.

დღის გადაცემები