28.04.2024 | 09:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე უკრაინის საკითხი მთავარი თემა იყო [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული ვიდეოკონფერენცია 2 საათზე მეტ ხანს გაგრძლედა. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები წინააღმდეგობრივ ფონზე წარიმართა - დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მზადებაში ადანაშაულებენ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს პირდაპირ განუცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მას სანქციებს დაუწესებენ“ - ამის შესახებ ტელეხიდის დასრულებისთანავე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. კრემლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინმა განუცხადა, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის მხრებზე არ უნდა გადაიტანონ, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად. „რუსეთი სერიოზულად არის  დაინტერესებული იურიდიული გარანტიების დაფიქსირებით, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას გამორიცხავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კრემლში აცხადებენ, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, დაავალონ თავიანთ წარმომადგენლებს, ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში ამ მგრძნობიარე საკითხებზე.

დღის გადაცემები