27.04.2024 | 23:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნიდერლანდების განცხადებით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ჰოლანდიურ ფრეგატს შავ ზღვაში სახიფათო ვითარება შეუქმნა [ვიდეო]

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ჰოლანდიურ სამხედრო ფრეგატ Evertsen-ს შავ ზღვაში სახიფათო ვითარება შეუქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, რუსული მოიერიშე ფრეგატს რამდენჯერმე სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, ასევე ახორციელებდა იმიტირებულ თავდასხმებს და დაბრკოლება შეუქმნა მის საკომუნიკაციო სისტემებს. მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ნიდერლანდების საზღვაო ხომალდი ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ხომალდებთან ერთად ღია ზღვაში პატრულირებდა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბილეველდმა რუსეთის ამ ქმედებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

დღის გადაცემები