28.04.2024 | 01:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე დისკუსიას გამართავს [ვიდეო]

შეერთებული შტატები  დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას გეგმავს, სადაც  უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილება. თუმცა გაიმართება თუ არა დისკუსია, სხდომის დაწყებამდე გაირკვევა, რადგან წესების მიხედვით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვა პროცედურული კენჭისყრის შედეგად შეიძლება დაიბლოკოს. აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტის მობილიზების შესახებ მას  რუსეთისგან მკაფიო პასუხის მიღება სურს.  ამავდროულად, უკრაინა სამხედრო დახმარებას დასავლეთის ქვეყნებიდან ისევ იღებს. 

  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები  და ნატო უკრაინას სამხედრო-პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რუსეთის საზღვრებთან კი დაძაბულობას ქმნის. „მწარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ  აღარ გვინდა დავრჩეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება ყოველდღიურად ირღვევა“  - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს კეთილმეზობლური და  თანაბარი   ურთიერთობა სურს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე  ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.

დღის გადაცემები