27.04.2024 | 06:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზელენსკი პუტინს მოლაპარაკებებს სთავაზობს [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით მოლაპარაკებათა თემა დონბასში არსებულ ვითარებას უნდა ეხებოდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის. უფრო ადრე ვლადიმერ ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა და მასში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჩართვა მოითხოვა. მოსკოვში „ნორმანდიული ფორმატის“ გადახედვის შესაძლებლობას ნეგატიურად აფასებენ. რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს საგანგაშო სიგნალია. პესკოვის თქმით, უკრაინის სურვილი მინსკის მოლაპარაკებათა პროცესის ცვლილებასთან დაკავშირებით, ისე რომ ის არ დაასრულოს, უბრალოდ შეუძლებელია.

დღის გადაცემები