27.04.2024 | 07:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის პირადი კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილი სამიტი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დამყარებას და პირადი კონტაქტების აღდგენას  ხელს შეუწყობს. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რუსეთი მზად იქნება, აშშ-ს გადასცეს კიბერდამნაშავეები, თუ ვაშინგტონი იმავეს გააკეთებს მოსკოვისთვის და ამის შესახებ ორი სახელმწიფო შეთანხმებას მიაღწევს. მისი თქმით, არსებობს ორმხრივი ინტერესის რამდენიმე საკითხი რომლებზეც შეუძლიათ ნამდვილად ეფექტურად იმუშაონ - სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტები და გლობალურ დონეზე გარემოსთან დაკაშირებული წუხილი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ  ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რაც ვლადიმერი პუტინის  აზრით  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დღის გადაცემები