28.04.2024 | 04:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თალიბანი ქალებს უმაღლესი განათლების საშუალებას გენდერული სეგრეგაციის პირობებში აძლევს [ვიდეო]

თალაბანი ქალებს უმაღლესი განათლების საშუალებას აძლევს, მაგრამ მხოლოდ გენდერული სეგრეგაციის პირობებში ანუ ქალები მამაკაცებისგან განცალკევებით ისწვალიან.  „თალიბანის“ მიერ გამოცხადებული ახალი მთავრობის განათლების მინისტრ აბდულ ჰაქანის განცხადებით, ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა გენდერული სეგრეგაცია და ისლამური ჩაცმის წესი დაცული უნდა იყოს. სასწავლო დაწესებულებებმა ქალთა და ვაჟთა აუდიტორიები უნდა შემოიღონ,  ამასთან  ლექციების ცრხილი ისე უნდა იყოს შედგენელი, რომ  ქალებსა და ვაჟებს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონდეთ.   ჰაქანის განცხადებით, „თალიბანს“ ქვეყნის მშენებლობა დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით აქვს დაგეგმილი და არ სურს 20 წლის წინ არსებული ვითარების დაბრუნება, როდესაც დაჯგუფება ავღანეთის ხელისუფლებაში იყო. მისი თქმით, ჰიჯაბის ტარება ყველა ქალისთვის აუცილებელი იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სავალდებულო იქნება თუ არა სახის დაფარვა.  

დღის გადაცემები