28.04.2024 | 04:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"თალიბანი" აცხადებს, რომ ფანჯშირის პროვინციაზე  კონტროლი დაამყარა [ვიდეო]

„თალიბანის“ მებრძოლთა განცხადებით მათ ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ავღანური საინფორმაციო სააგენტო „აშვაკას“ ცნობით, „თალიბებმა“ პროვინციის გუბერნატორის ოფისის შენობაზე დროშა უკვე აღმართეს. ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს. ფანჯშირი ერთადერთი პროვინცია იყო, რომელიც „თალიბების“ კონტროლს მიღმა რჩებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მებრძოლებსა და ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

დღის გადაცემები