28.12.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გერმანიამ, საფრანგეთმა  და ესპანეთმა შეაჩერეს [ვიდეო]

ევროპული რეგულატორის მიერ დაშვებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გამოყენებისთვის გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა თითქმის ერთდროულად აკრძალეს. ამის მიზეზად ამ ვაქცინით აცრის დროს ცერებრალური თრომბოემბოლია სახელდება. „ასტრაზენეკას“  ვაქცინის გამოყენება, თავდაპირველად ავსტრიამ შეაჩერა, რის შემდეგაც მის გამოყენებაზე უარი ჯერ სკანდინავიის შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებმაც თქვეს. გასულ კვირას კი პრეპარატის ერთ-ერთ პარტიას ვეტო იტალიამაც დაადო. სწორედ ამის გამო დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელშიც ევროპის წამლის სააგენტოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ „ასტრაზენეკას“ გამოყენებით ვაქცინაცია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

დღის გადაცემები