28.12.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აზერბაიჯანის პრეზიდენტი თანამოქალაქეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს

 ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი თანამოქალაქეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს. თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში და ოფიციალურ სომხეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ შუშის სიახლოვეს აზერბაიჯანულ არმიას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

 

შუშა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია, რომელიც დედაქალაქ სტეპანაკერტიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი ბევრად აღემატება სომხეთისას. ქალაქი შუშა თავის დროზე ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი იყო და მას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ყარაბაღის კონფლიქტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მიაჩნია, რომ აზერბაიჯანი შეძლებს სომხეთის მიერ 1994 წელს დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეჭვობს, რომ აზერნაიჯანელ ჯარისკაცებს მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე ჩრდილოეთის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები გაუჭირდება. ნიკა ჩიტაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სომხებმა პარტიზანული მოქმედებები აწარმოონ. ჩიტაძე სომხების მხრიდან აზერბაიჯანულ ობიექტებზე დივერსიულ აქტებს არ გამორიცხავს.

 

გენერალი-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის, თურქეთისა და ირანის ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ქალაქი შუშის აღებით სომხეთს ჩაეკეტება გზა, რითაც კავშირი ჰქონდათ ყარაბაღთან. სამხედრო მიმომხილველი ვარაუდობს, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთი სამშვიდობო ძალებს ჩააყენებს, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება.

 

 

ამირან სალუქვაძე ყარაბაღის კონფლიქტში უახლოეს პერიოდში მშიდობის დამყარების პერსპექტივას ვერ ხედავს და საკითხს განაკუთრებული სიფრთხილით უყურებს. ამბობს, რომ კონფლიქტში ძირითადი ფაქტორები მინსკის ჯუფთან ერთად რუსეთი და თურქეთი არიან. სამხედრო მიმომხილველი რუსეთის მხრიდან ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს. გენერალი პარალელებს ავლებს ყარაბაღში ამჟამად მიმდინარე პროცესებსა და 2016 წლის კონფლიქტთან. 

 

სომხეთ აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტი სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ერთ-ერთი ყველაზე რთული ეთნოკოფლიქტი მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ბოლო თვეებში განვითარებულ სამხედრო დაპირისპირების შედეგად ორივე მხარის მხრიდან ასობით ადამიანია დაღუპული.

დღის გადაცემები