28.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"აზრთა პირდაპირი გაცვლა" - მხარეები თავიანთ პოზიციებზე  დარჩნენ [ვიდეო]

უკრაინის ირგვლივ დიპლომატიურ მცდელობებს ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა აჩვენა, რომ მხარეებს პოზიცია არ შეუცვლიათ. ორივე მხარემ საუბარს უწოდა "საქმიანი, დაბალანსებული და შინაარსიანი", მაგრამ ლიდერები კვლავ საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ. გარღვევა არ მოჰყოლია არც საგარეო საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის საუბარს, რომელსაც  „აზრთა პირდაპირი გაცვლა“ უწოდეს. ვაშინგტონმა მიიჩნია, რომ სერგეი ლავროვმა „არ მიანიშნა, მოსკოვის მზადყოფნაზე დეესკალაციისთვის“. ამასთან  რუსმა დიპლომატმა თავის კოლეგას უთხრა, რომ „ამერიკის პროპაგანდისტული კამპანია პროვოკაციულ მიზნებს მისდევს“. ამავდროულად, კიევი უკვე ღიად გმობს დასავლელი პარტნიორების ქმედებებს, რომლებიც დიპლომატების ოჯახების უკრაინის დაუყოვნებელი დატოვებისკენ მოუწიდებენ. სახელმწიფოს მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს ინგლისურად მიმართა და განაცხადა, რომ მათი მტრების  საუკეთესო მეგობარი არის პანიკა უკრაინიაში, მთელი ეს ინფორმაცია კი მხოლოდ პანიკას უწყობს ხელს, მაგრამ არ ეხმარებათ.

დღის გადაცემები