16.09.2024 | 12:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების გამო ანგელა მერკელს აკრიტიკებენ [ვიდეო]

მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ანგელა მერკელსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ სატელეფონო მოლაპარაკებების გამო გერმანიის კანცლერს ვილნიუსსა და ვარშავაში აკრიტიკებენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია მინსკთან ვაჭრობა, მითუმეტეს ევროკავშირის სახელით. მინისტრის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება ევროპამ მოითხოვოს, ეს ლუკაშენკოს მიერ მოწვეული მიგრანტების სახლში დაბრუნებაა. ანგელა მერკელი პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ბეატა შიდლომაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ევროკავშირის წესდება დაარღვია.

დღის გადაცემები