28.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ამერიკაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი ვაქცინით, პირველ რიგში მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან. პირველ დღეს ვაქცინა 145 მობილურ ამბულატორიას მიეწოდება. პრეპარატის ტრანსპორტირებისთვის ლოჯისტიკის რთული პირობები იყო შესასრულებელი - ერთ-ერთი მათგანი ვაქცინის -70 გრადუს ტემპერატურაზე შენახვაა. მარტის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული.

დღის გადაცემები