28.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ განახლდება [ვიდეო]

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ განახლდება.  სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების წარდგენა 5 აპრილს დაიწყება. იერუსალიმის საოლქო სასამართლო  სამ საქმეს განიხილავს, თითოეულ მათგნაში მინისტრთა კაბინეტის მეთაურს კორუფციასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.  ბენიამინ ნეთანიაჰუმამდე ამდენი ხნის განმავლობაში ისრაელის მთავრობას არავინ ხელმძღვანელობდა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე 12 წელია იკავებს.  მარტში მას მეოთხე არჩევნები ელოდება. პოლიტოლოგების აზრით, ნეთანიაჰუ ამ არჩევნებში ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ პანდემიის პირობებში  ქვეყანას ეფექტურად მართავდა და თავს ვაქცინაციის კამპანიის სწრაფად ორგანიზებითაც მოიწონებს. თუმცა, მისი ოპონენტების მტკიცებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტური აღმჩნდა,  ამდენი ბრალდების სიმძიმის ქვეშ მყოფ ნეთანიაჰუს კი თანამდებობა დიდ ხნის წინ უნდა დაეტოვებინა. 

დღის გადაცემები