28.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილა [ვიდეო]

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭო  უკრაინის გარშემო არსებული ვითარების განხილვას დათანხმდა. ინიციატორი შეერთებული შტატები იყო. რუსეთმა კი  პროცედურული კენჭისყრა მოითხოვა, რის შედეგადაც დებატებს მხარი  10-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არ იყვნენ რუსეთი და ჩინეთი.  მოსკოვის სპიკერმა ვაშინგტონის ქმედებებს"მეგაფონური დიპლომატია" უწოდა,  დასავლეთი კი ამტკიცებს, რომ უშედეგო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის გაფართოებას აგრძელებს. ამავდროულად, ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი დასავლეთს მკაცრი და ინტენსიური განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს,  რადგან არსებული ვითარება უკრაინის ეკონომიკას უკვე ზიანს აყენებს. მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა კი დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამჟამად ვერ ხედავს რუსეთის შემოჭრის უშუალო საფრთხეს.

დღის გადაცემები