28.12.2024 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დემოკრატებმა აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს [ვიდეო]

დემოკრატებმა აშშ-ის სენატში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარდამჭერების მიმართ წარმოთქმული სიტყვით 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი. პროცესი სავარაუდოდ  8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. ის პირველი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 10 რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

დღის გადაცემები