28.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო  [ვიდეო]

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ქემერონს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ლობისტური საქმიანობის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც გამოძიება მიიჩნევს, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, კომპანია „გრინსილ კაპიტალის“-თვის საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, ქემერონმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს პირად ტელეფონზე დაურეკა და კომპანიისთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფარგლებში გამოყოფილი სოლიდური კრედიტის მიღებას შეეცადა. საბოლოო ჯამში, კომპანია „გრინსილ კაპიტალმა“ კრედიტი ვერ მიიღო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, კი კომპანია გაკოტრდა. მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ მან არაფერი იცის მისი წინამორბედის ლობისტური საქმიანობის შესახებ. ბრიტანეთის კანონმდებლობით, ყველა, ვინც ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული, ვალდებულია, ოფიციალურად დარეგისტრირდეს. ამ კანონის დარღვევა ჯარიმას, ან პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის გადაცემები