28.12.2024 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გარე ძალის ჩარევა უნდა შეწყდეს, რადგან  ეს ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზეც შეთანხმდნენ. სასანქციო სიაში 40 პირი ფიგურირებს, თუმცა მათ შორის არ არის თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. აღნიშნულ სიას დღეს დაამტკიცებენ. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განმარტავს, სასანქციო სიაში ლუკაშენკოს ჩასმა დიალოგზე უარის თქმა იქნებოდა, ევროკავშირი კი არ აპირებს, მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად ძალისხმევა დაიშუროს.

დღის გადაცემები