16.09.2024 | 12:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტს გავამკაცრებთ [ვიდეო]

ევროკავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებს, რისი მიზეზიც კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია. ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს. კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ორშაბათს AstraZeneca- ს წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „არასაკმარისი განმარტებებისა და სიცხადის გამო უკმაყოფილება გამოიწვია.“ მისივე თქმით, ევროკავშირმა "ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმის" მიწოდება მოითხოვა და AstraZeneca- სთან შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. შეგახსენებთ, გასულ კვირას, AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბლოკში შემავალ ქვეყნებს ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწვდიდა.

დღის გადაცემები