28.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი მინსკს სანქციებით ემუქრება [ვიდეო]

ევროკავშირი ბელორუსის 30 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. სანქციები ასევე შეეხებათ მელორუსის საგარეო საქმეთა მინსიტრს და აავიაგადამზიდ „ბელავიას“. ბრიუსელი მათ სანქციების ამოქმედების საპასუხოდ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზრვრებთან მიგრანტთა მასობრივ შემოდინებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროგაერთიანება მის საზღვრებთან ჰიბრიდული შეტევის მოწმე გახდა. მისი თქმით დაწყებულია მოლაპარაკებები, რათა უმოკლეს დროში ევროკავშირის საზღვრებთან ფიზიკური ბარიერები შეიქმნას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბელორუსი ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად არალეგალი მიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდა. ბოლო რამდენიმე დღეა პოლონეთის საზღვართან 2000-ზე მეტი ადამიანი შეგროვდა, რომლებმაც სასაზღვრო ბარიერების გადალახვა სცადეს.

დღის გადაცემები