13.12.2024 | 02:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებითი, 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

"ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინის სახელმწიფომ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ გააგრძელოს ფუნქციონირება, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად. ეკონომიკურ და ფინანსური საკითხთა საბჭოს შემდეგ შეხვედრებზე, დავაყენებ ინიციატივას დარჩენილი 3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე სწრაფი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით" - განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ.

ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ აღნიშნული 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას გადაეცემა შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით. ის არის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ევროპულმა კომისიამ მაისში გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა.

აღნიშნული ფინანსური დახმარება ჰუმანიტარული, ეკონომიკური განვითარების, საბაჟო და თავდაცვის სფეროებში გადანაწილდება.

დღის გადაცემები