16.09.2024 | 12:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკომისიაში ახალი ორგანოს შექმნა იგეგმება, რომლის მიზანიც შესაძლო პანდემიისთვის მომზადება იქნება [ვიდეო]

ევროკომისიის სტრუქტურაში ახალი ორგანო შეიქმნება, რომლის მიზანიც მომავალში შესაძლო პანდემიისთვის მზადება და კონტრზომების შემუშავება იქნება. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს ინფორმაციას.  ახალი სააგენტოს შექმნაზე დისკუსია უახლოეს დღეებში იგეგმება, 16 სექტემბერს კი მის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი. გამოცემის მიხედვით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19  ჯანდაცვის სფეროში უკანასკნელი გამოწვევა არ არის, ამიტომ  ევროგაერთიანება მზად უნდა იყოს არა მხოლოდ პანდემიის რისკების, არამედ ბიოტერორიზმისთვისაც.

დღის გადაცემები