28.12.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპაში ტურიზმის აღდგენას კიდევ სამი წელი დასჭირდება [ვიდეო]

ევროპაში მზარდი ტურისტული ნაკადის მიუხედავად, კორონავირუსამდე არსებულ დონის მიღწევა 2024 წლამდე ვერ მოხერხდება - ასეთია ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილი დასკვნები, რომელიც ტურიზმს ეხება. საერთაშორისო ავიარეისების რიცხვი ზაფხულში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაქცინაციის პროგრამების ამოქმედების შემდეგ ქვეყნებმა შეზღუდვები გააუქმეს. ორგანიზაციის მონაცემებით, წლის ბოლომდე ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ევროპის ქვეყნებს ეწვევა, 60%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე 2019 წელს. ამავე დროს საბერძნეთი სტუმრებისთვის ყველაზე პირველი გაიხსნა და ტურისტული სექტორის აღდგენის გეზი შემართებით აიღო. შედეგად ვიზიტორთა რიცხვის კლება მხოლოდ 19%-ით განისაზღვრა, მაშინ როცა ჩეხეთში იმავე 2019 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი თითქმის 94%-ით შემცირდა.

დღის გადაცემები