28.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი შენგენის რეფორმის წინადადებით გამოდის [ვიდეო]

შეიქმნას შენგენის ზონის მმართველი საბჭო სწრაფი რეაგირების მექანიზმით ევროკავშირის გარე საზღვრებზე კრიზისის შემთხვევაში - ასეთი წინადადებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი.  ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ტურკოინში, ევროპის შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა  ისინი ინიციატივის განსახილველად ხუთშაბათს და პარასკევს ქალაქ ლილში მიიწვია. „შენგენის ზონა შეიქმნა ეპოქაში, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან: ევროკავშირში ტერორისტული მოქმედებების განახლებამდე, ლიბიის კრიზისის შედეგად მიგრაციის ნაკადამდე და 2015 წლიდან მოყოლებული სხვა კრიზისების შედეგად. ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ მიგრაცია ჰიბრიდული ომის წარმოების საშუალებად იქცა“ - განაცხადა მაკრონმა.   საფრანგეთის ლიდერის წინადადებას მხარი დაუჭირა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა, რომელმაც დეკემბრის შუა რიცხვებში  შენგენის ზონის რეფორმა ევროპის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საჭიროდ მიიჩნია. ბოლო მონაცემებით, 39 მილიონი ადამიანი  ევროკავშირში შენგენის საინფორმაციო სისტემის მიერ გადამოწმების გარეშე შევიდა.

დღის გადაცემები