28.12.2024 | 02:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს [ვიდეო]

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. რუსული მედიის ინფრომაციით, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა რუსი სამშვიდობოების წარმატებული მუშაობა აღნიშნეს, რომლებიც ბაქოსა და ერევნის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ კოორდინაცია მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების სხვადასხვა ასპექტზე, კერძოდ, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. მხარეებმა ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემები, ინფრასტრუქტურის აღდგენა და რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნება  ყველაზე მწვავე საკითხებად შეაფასეს.

დღის გადაცემები