28.12.2024 | 02:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვითარება მთიან ყარაბაღში ისევ დაიძაბა [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კონტაქტს შეინარჩუნებენ. ბაქოს და ერევანს ვითარების სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებენ ვაშინგტონი  და ბრიუსელი, თეირანმა კი შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე ახალი გამწვავების გამო და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის დამყარებას. აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციის განხორციელებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

დღის გადაცემები