28.12.2024 | 02:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვითარება ყაზახეთში [ვიდეო]

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. ტერორისტული საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ  უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების - იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი ადგილების უსაფრთხოება. ალმათის ცენტრალურ მოედანზე კორდონი მოიხსნა, ალმათის და თალდიყორღანის აეროპორტების გარდა ქვეყნის ყველა დანარჩენი აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.

დღის გადაცემები