28.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი?

ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი? ეს არის კითხვა რომელზეც ანალიტიკოსებს პაზუხის გაცემა ჯერ კიდევ უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 264 ხმით დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს და დონალდ ტრამპს  214 ხმა აქვს აღებული, ტრამპის საარჩევნო შტაბმა პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელმა დამკვირვებლებმა დაინახეს, ჩეთემის ოლქში როგორ დაამატა ერთ-ერთმა მუშაკმა 53 დაგვიანებული საფოსტო ბიულეტენი დროულად მისულ ბიულეტინებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა  რეკორდულად მაღალი იყო.

დღის გადაცემები