28.12.2024 | 02:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოახლოება წითელი ხაზია [ვიდეო]

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აღმოსავლეთ მიმართულებით ნატო-ს გაფართოება და მისი ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება რუსეთისთვის წითელი ხაზია. როგორც მან "Россия 24"-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მოსკოვისთვის უსაფრთხოების რისკები იზრდება. „წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა გახდა ნატოს წევრი. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან რაკეტების ფრენის დრო მოსკოვამდე 7-10 წუთამდე მცირდება. ეს ჩვენთვის არის თუ არა წითელი ხაზი? სახიფათო და მიუღებელი იქნება თუ არა შეერთებული შტატებისთვის ჩვენი რაკეტების კუბაზე განთავსება, საიდანაც, ფრენის დრო ვაშინგტონამდე 15 წუთია. ეს დრო რომ შემცირდეს 7-10 წუთამდე, ჩვენი რაკეტები უნდა განთავსდეს კანადის სამხრეთ, ან მექსიკის ჩრდილოეთ საზღვართან. ეს აშშ-ისთვის არის თუ არა წითელი ხაზი? ვინმემ ხომ უნდა იფიქროს თუ როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რაც განიხილება და რა შეთავაზებებსაც აქვს ადგილი“, - განაცხადა პუტინმა.

 

დღის გადაცემები