28.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში სრული „ლოქდაუნი“ წესდება [ვიდეო]

თურქეთში მიმდინარე კვირას სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდება,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, 17 მაისამდე ყველა სამუშაო ადგილი  თავის საქმიანობას შეაჩერებს ან დისტანციურ რეჟიმზე გადავა, გამონაკლისი კი მხოლოდ საკვებისა და წარმოების სფეროებს შეეხებათ. ასევე კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება. ამასთან, ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა  ნებართვას დაექვემდებარება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს. ფიზიკური დასწრებით სწავლება შეიზღუდება ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებებშიც. თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან, ვირუსს კიდევ 353 ადამიანი ემსხვერპლა.     

 

დღის გადაცემები