28.12.2024 | 02:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა [ვიდეო]

თურქეთში, ადანას პროვინციაში „ინჯირლიკის“ ავიაბაზასთან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა „ინჯირლიკის“ ავიაბაზაზე აშშ-სთვის წვდომის შეზღუდვა მოითხოვეს. დემონსტრაცია პარტიებმა „ვატანმა“ და „თურქეთის ახალგაზრდობის კავშირმა“ ჩაატარეს. როგორც პარტია „ვატანის“ თავმჯდომარემ განაცხდა, საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტის გარეშე გენოციდის შესახებ განცხადების გაკეთება დაუშვებელია. მისი თქმით,  ისტორიული საკითხების პოლიტიზირება არცერთ პრეზიდენტს არ აქვს.  24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება

დღის გადაცემები