28.12.2024 | 02:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თხუთმეტი დიპლომატიური მისია და ნატო-ს წარმომადგენელი "თალიბანს" ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ [ვიდეო]

თხუთმეტი დიპლომატიური მისია და ნატო-ს წარმომადგენელი ქაბულში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დიპლომატიური მისები ასევე გმობენ უფლებების დარღვევებს, მაგალითად, სკოლებისა და მედიასაშუალებების დახურვის მცდელობებს, რასაც ადგილი აქვს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თალიბებმა ბოლო დროს ჩაიგდეს ხელში. ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირეს ევროპის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და კორეამ. ბოლო წლებში ყურბან-ბაირამის დღესასწაულის პერიოდში თალიბები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აკეთებდნენ, თუმცა წელს მათ ცეცხლის შეწყვეტა არ გამოუცხადებიათ. ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის შეტაკებებმა და ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბებმა ძალაუფლების დასაბრუნებლად ძალისხმევა გააძლიერეს. მათი მტკიცებით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

დღის გადაცემები