28.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კიევმა დონბასში უპილოტო საფრენი აპარატის - „ბაირახტარის“გამოყენება დაადასტურა [ვიდეო]

უკრაინის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ თურქული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირახტარი“ დონბასში გამოიყენეს. მისი სამიზნე საარტილერიო პოზიცია გახდა. თავდაცვის უწყებაში აღინიშნება, რომ საფრენი აპარატის გამოყენების ბრძანება სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გასცა. „ბაირახტარებს“ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას აქტიურად აზერბაიჯანი იყენებდა. თურქეთი კი მათ ქურთებთან საბრძოლველად იყენებს. აღნიშნული საფრენი აპარატების მოქმედება შემჩნეულია სირიასა და ლიბიაშიც. „ბაირახტარის“  მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური დირექტორი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა. 12 საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი კიევმა ანკარასთან 2019 წელს გააფორმა.

დღის გადაცემები