28.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კლიმატური ცვლილებები ჯანმრთელობას ვნებს [ვიდეო]

კლიმატის გლობალური ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს: მსოფლიოს 200-ზე მეტმა სამედიცინო ჟურნალმა ქვეყნების მთავრობების მიმართ ერთიანი მოწოდება გაავრცელეს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობებმა  კლიმატის შესანარჩუნებლად ბრძოლისთვის ინვესტირება ისევე სწრაფად განახორციელონ, როგორც ეს პანდემიასთან ბრძოლის დროს მოხდა. პროფილური გამოცემების მიერ ასეთი მასობრივი მოწოდება უპრეცენდენტოა. ეპიდემიოლოგ ენდი ჰეინსის განცხადებით ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატური ცვლილებები საფრთხეს მხოლოდ გარემოს უქმნის, თუმცა ამავე დროს ის საფრთხეს მომავალ თაობასაც უქმნის. გლობალური დათბობის შედეგად დედამიწის ზომიერ განედზე სულ უფორ ხშირია ძლიერი სიცხე, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, ასევე ხელს უწყობს ტროპიკული დაავადებების ტრადიციული არეალის საზღვრებს გარეთ გავრცელებას.

დღის გადაცემები