28.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიგრანტები: ჰუმანიტარული დახმარება და ბრალდებები [ვიდეო]

ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასობით მიგრანტი დროებით იზოლატორში მოათავსეს, სადაც მათ საკვებსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ.  ასობით დევნილისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გაგზავნა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროპელები პირდაპირ დიალოგზე უარის  გამო გააკრიტიკა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის პოლონეთთან დაპირისპირებას არ ეძებს. მოგიანებით ევროკავშირმა ლტოლვილთა რეპატრიაციის საკითხზე  მოახლოებული ტექნიკური კონსულტაციების შესახებ გაეროს  აცნობა.  ბელორუსმა კი მიგრანტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კადრები გაავრცელა.  ამავდროულად კი მინსკი იმ  მიგრანტების მიმართ, რომლებმაც საზღვრის გადაკვეთა  მოახერხეს, პოლონელი სამხედროების მხრიდან  სასტიკ მოპყრობაზე განცხადებას  ავრცელებს. ვარშავა ამ ბრალდებებს უარყოფს.

დღის გადაცემები